რეკლამა: vishekozirebi@gmail.com
 
საქართველო
ინგლისი
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    Август 2019    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

22 წლის ახალგაზრდას ულამაზესი ქორწილი ჰქონდა, თუმცა ის ცერემონიალის დასრულებისთანავე დაიღუპა (ვიდეო)




როგორც ყველა, ისინიც განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. გადაწყვიტეს, რომ თავიანთი ცხოვრების მთავარ დღესასწაულზე მხოლოდ უახლოესი მეგობრები დაეპატიჟებინათ და ეს ბედნიერი დღე მათთან ერთად გაეტარებინათ…

ტუმრების სია, სულ, 50 ადამიანისგან შედგებოდა. მართალია, პატარა ქორწილი კეთდებოდა, მაგრამ მაინც უამრავი წვრილმანი იყო მოსაგვარებელი, ამიტომ წყვილმა ერთ საკითხში დასახმარებლად სასიძოს მამას მიმართა:

– მამა, შენთან თხოვნა გვაქვს: ეს სტუმრების სიაა, ტელეფონის ნომრებით. გვინდა, ყველას სათითაოდ დაურეკო და ქორწილში დაპატიჟო. იმის გამო, რომ სულ 50 ადამიანს ვეპატიჟებით, მოსაწვევების დარიგებას დარეკვა ვამჯობინეთ. ვფიქრობთ, მათ ასე უფრო ვასიამოვნებთ – ჩვენგან ყურადღების უკეთესი ჟესტი იქნება.
– რა თქმა უნდა, შვილო. მე ყველანაირად თქვენს სამსახურში ვარ, – უპასუხა მამამ.

დადგა ქორწილის დღე.
და საქორწილო დარბაზში მხოლოდ 15 სტუმარი მივიდა…

ანერვიულებული სასიძო მამას მიეჭრა, რომელიც დარბაზის კუთხეში იდგა და ქორწილში მისულ სტუმრებს შორიდან კმაყოფილი ადევნებდა თვალს.

– მამა, მე რომ გთხოვე, იმ სიიდან ყველასთან არ დაგირეკავს? სად არიან ჩემი მეგობრები?
– შვილო, რა თქმა უნდა, ვინც სიაში გყავდა, ყველასთან დავრეკე, 50-ვე ადამიანთან. ჰოდა, სათითაოდ ყველას ვუთხარი, რომ უცებ რაღაც დიდი პრობლემა შეგემთხვა და მეგობრების დახმარება გჭირდებოდა. და ვთხოვე, ამ დღეს ამ მისამართზე მოსულიყვნენ. ასე რომ, ჩემო ბიჭო, ნურაფერზე ინერვიულებ – შენი ყველა ნამდვილი მეგობარი დღეს აქ არის, შენ გვერდით.

***
დამეთანხმებით, ძნელია ამ ბრძენ მოხუცთან შეკამათება… шаблоны для dle 11.2



რეკლამა