რეკლამა: vishekozirebi@gmail.com
 
საქართველო
ინგლისი
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    Август 2019    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

ალერი: "აქ უდიდესი ფულის სანაცვლოდ მოვედი და პირველივე მატჩში სიტის ვხვდები! რა დავაშავე?"


"ვესტ ჰემის" ისტორიაში სარეკორდო შენაძენმა, სებასტიან ალერმა, იხუმრა, რომ პრემიერ ლიგის დაწყებით უკმაყოფილოა.

"რა საშინელ მატჩში მიწევს დებიუტი. აქ უდიდესი ფულის სანაცვლოდ მოვედი და პირველივე მატჩში "სიტის" ვხვდები! რა დავაშავე?" - ციტირებს ალერის სიტყვებს Mirror.

"თავდაჯერების ასამაღლებლად უკეთესი მატჩებიც არსებობს. იმედია, ბურთს მაინც შევეხები, ვნახოთ.

რა უნდა თქვა? ყველა მზად უნდა იყოს. "მანჩესტერ სიტიმ" მოიგო ჩემპიონატი, ინგლისის თასი და ტიტული, რომლის სახელი არც კი ვიცი. ასე რომ, რთული იქნება. სასწაული მატჩი უნდა ჩავატაროთ. 

ალბათ, ეს არის საუკეთესო, რის მიღებაც გუნდს შეეძლო, რადგან პირველივე მატჩში 100%-ით კონცენტრირებული უნდა იყო." - დაასრულა ფეხბურთელმა.шаблоны для dle 11.2



რეკლამა